ირაკლი კობახიძე: რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნაწილში არცერთი პრეცედენტი არ არსებობს

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნაწილში არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება სანქციების მიმართულებით სრული პასუხისმგებლობით მოქმედებს და ასეც გაგრძელდება.

„რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნაწილში არცერთი ფაქტი არ არსებობს,რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ასევე რადიკალური ოპოზიციის წევრები საქართველოში პირდაპირ გვაბრალებდნენ საპირისპირო ქმედებებს, ფაქტებით დადასტურდა, რომ ასეთი არცერთი პრეცედენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა აქედან გამომდინარე სახელმწიფო სრული პასუხისმგებლობით მოქმედებს სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები