“ჩემი დრო მთავრდება” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხალხისა და პარლამენტისთვის მიმართვით გამოვიდა.

სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა იმაზე, რომ არ აპირებდა და არ აპირებს, კონსტიტუცია თავზე მოირგოს, რადგან მისი “დრო მთავრდება”.

“ვფიქრობ, გითხრათ თუ არა, მაგრამ რადგან ასეთი ბრძოლა დაიწყო… ბევრი ამბობს, რომ ლუკაშენკომ ეს კონსტიტუცია თავისთვის შექმნა. უკაცრავად, ის მე არ შემიქმნია. ჩემი საუკუნე გადის და ვერანაირ კონსტიტუციას ვერ მოვირგებ”,- თქვა მან.

ლუკაშენკოს თქმით, “ეს თქვენი გადასაწყვეტია, ვინ იქნება თქვენი პრეზიდენტი. მაგრამ აქვე გეუბნებით, რომ მე დავნაყრდი. თქვენ გადაწყვიტეთ – და დღესვე შეწყვიტეთ ამაზე საუბარი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები