ირაკლი ზარქუა – სააკაშვილზე: საბოტაჟით ელაპარაკება თავის სხეულსა და ჯანმრთელობას
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისივე სხეულს და ჯანმრთელობას უცხადებს საბოტაჟს.
“საბოტაჟით ელაპარაკება თავის სხეულს და ჯანმრთელობას. ყველას აქვს უფლება, უნდა იკვებოს, უნდა არა. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ყველა პატიმარი უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო სერვისით საჭიროების შემთხვევაში. რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ასე ეხვეწებიან პატიმარს? – თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ის უკანონოდ ზის ევროპული სასამართლოს განჩინებით არის გირგვლიანის საქმეზე. თუ ვინმეს უნდა დავა, იდავოს, ამას ევროპული სასამართლო დაადასტურებს,” – აცხადებს ზარქუა.