პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო.
ზურაბიშვილის მოხსენების შემდეგ, გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლები, რის შემდეგაც ტრიბუნას შემაჯამებელი სიტყვისთვის კვლავ პრეზიდენტი დაიკავებს.
პარლამენტში პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.