“კანონით მართული ერი ვალდებულია, მკაცრად მოსთხოვოს პასუხი მდიდრებს, მაშინაც კი, თუ ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებენ” – ადამ შიფი – დონალდ ტრამპის საქმეზე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ადამ შიფი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას გამოეხმაურა და ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

“ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილი ოფიციალური ბრალდება – უპრეცედენტოა. მაგრამ ასევე უპრეცედენტოა ტრამპის უკანონო საქციელი. კანონით მართული ერი ვალდებულია, მკაცრად მოსთხოვოს პასუხი მდიდრებს და ძლევამოსილებს, მაშინაც კი, თუ ისინი მაღალ თანამდებობებს იკავებენ”, – დაწერა შიფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები