ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციას სურს, დაზიანდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესები
ბოლო არჩევნებში ოპოზიციას თითქმის არსად წარუდგენია საკუთარი კანდიდატი, საარჩევნო რესურსი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, რეალურად, რა სურს პოლიტიკურ პროცესში.
„სამწუხაროდ, ოპოზიციას სურს, დაზიანდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესები, ამან გამოიწვიოს მოსახლეობაში უკმაყოფილება და უცებ, რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. ვხედავთ, რომ ბოლო არჩევნებში თითქმის არსად წარადგინეს საკუთარი კანდიდატები. საარჩევნო რესურსი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი. მათი ერთადერთი ლოზუნგია – ხელისუფლება არის რუსეთუმე, რაც არის საპნის ბუშტი, რომელიც ძალიან სწრაფად და ადვილად სკდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.