“პოლიტიკური დევნა და პოლიტიკის კრიმინალიზაცია” – პენსი ტრამპისთვის წაყენებულ ბრალდებაზე
აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდება არის ქვეყანაში პოლიტიკის კრიმინალიზაციის მორიგი მაგალითი.
ამის შესახებ მან CNN-თან საუბარში თქვა.
„ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი შეხედავს ამას და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის კრიმინალიზაციის კიდევ ერთ მაგალითს დაინახავს“, – თქვა პოლიტიკოსმა.
გარდა ამისა, პენსს მიაჩნია, რომ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უპრეცედენტო და აღმაშფოთებელია და მილიონობით ამერიკელი აღიქვამს ამ საქმეს, როგორც „პოლიტიკურ დევნას“.