“სრულიად უდანაშაულო ადამიანს დასდეს ბრალი, პროკურორი ბაიდენის ბინძურ საქმეს აკეთებს” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პორნოვარსკვლავის საქმეზე მას ნიუ-იორკის სასამართლოში დაიბარებენ და დააპატიმრებენ.

ტრამპის თქმით, საოლქო პროკურორი, ელვინ ბრეგი „ჯო ბაიდენის ბინძურ საქმეს აკეთებს“.

„დემოკრატებს “ტრამპის ჩამოშორების” აკვიატებული იდეა აქვთ, ისინი იტყუებოდნენ, თაღლითობდნენ და იპარავდნენ, მაგრამ ახლა წარმოუდგენელი გააკეთეს – დაადანაშაულეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ურცხვად ჩაერივნენ წინასაარჩევნო კამპანიაში”, – თქვა ტრამპმა.

ამავე დროს, ტრამპმა ელვინ ბრეგს ჯორჯ “სოროსის პროტეჟე” უწოდა.

“მათ იციან, რომ მე ნიუ-იორკში სამართლიან სასამართლოს ვერ მივიღებ”, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში და დასძინა, რომ თვითონ წარდგენილი ბრალი არის “ყალბი, კორუმპირებული და სამარცხვინო”.

აშშ-ის საოლქო პროკურორი არის თანამდებობა მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე, არჩევითი პოლიტიკური თანამდებობა, ელვინ ბრეგი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები