გია ვოლსკი: სტრასბურგისთვის მიმართვაა მათთვის რეალურად პრობლემატური, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ სააკაშვილს რაიმე გამამართლებელი გადაწყვეტილება მიუსადაგონ
სტრასბურგისთვის მიმართვაა მათთვის რეალურად პრობლემური, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ სააკაშვილს რაიმე გამამართლებელი გადაწყვეტილება მიუსადაგონ, მით უმეტეს, იმ დანაშაულების ფონზე, რაც ჩადენილი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ევროპული სასამართლოსთვის შესაძლო მიმართვაზე საუბრისას განაცხადა.
„არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სჭირს მას ისეთი რამე, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი მისი დახსნისა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.