ჯონ კირბი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს

WASHINGTON, DC - MARCH 02: John Kirby, Coordinator for Strategic Communications at the National Security Council, answers questions during the daily press briefing at the White House on March 2, 2023 in Washington, DC. Kirby answered a range of questions primarily related to the ongoing war in Ukraine during the briefing. (Photo by Win McNamee/Getty Images)

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს, რათა უკრაინასთან ომი გააძლიეროს, – ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების ეროვნული საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ ფხენიანს საკვებს გაუგზავნის.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ და გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალის შეძენას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები