ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩინეთი პუტინის სისუსტეს იყენებს, რათა რუსეთზე თავისი ბერკეტები გაზარდოს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყენებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სისუსტეს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენა რუსეთზე.
მისი თქმით, აღნიშნული იწვევს ძალაუფლების ბალანსის შეცვლას ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის.
„პრეზიდენტი სი უკრაინაში სასტიკი და უკანონო შეჭრით შეშფოთებული არ არის, თუმცა პუტინის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობას“ ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დინამიკა შეიცვალა. ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს. და აშკარაა, რომ ძალაუფლების ბალანსი ამ ურთიერთობაში ახლა შეიცვალა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას.