თურქეთის ოპოზიცია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე ვერ თანხმდება
თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება.
პარტია „სამშობლოს“ ლიდერი – მუჰარემ ინჯე ოპოზიციური გაერთიანების – „სახალხო ალიანსის“ კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნაზე უარს აცხადებს.
ქემალ კილიჩდაროღლუს და მუჰარემ ინჯეს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
„ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ერდოღანი უნდა წავიდეს“, – თქვა მუჰარემ ინჯემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამჟამად, თურქეთის ცესკოში პრეზიდენტობის 4 კანდიდატია დარეგისტრირებული: ქემალ კილიჩდაროღლუ, მუჰარემ ინჯე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სინან ოღანი.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.