“ცუდი ხუმრობაა” – კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ცუდი ხუმრობაა.
რუსეთი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას, როტაციის პრინციპით, 1-ელი აპრილიდან გადაიბარებს.
„პირველი აპრილიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ძებნილი ბავშვების გატაცებისთვის. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“, – დაწერა მინისტრმა „ტვიტერში“.