ნინო წილოსანი: ერთადერთი, რაც შემიძლია, შევაფასო, არის პრეზიდენტის თანამშრომლობა გენდერულ საბჭოსთან ან პარლამენტარ ქალებთან და ვუწოდო ამას არარსებული

„ერთადერთი, რაც შემიძლია, შევაფასო, არის პრეზიდენტის თანამშრომლობა გენდერულ საბჭოსთან ან პარლამენტარ ქალებთან და ვუწოდო ამას არარსებული, რადგან ასეთი თანამშრომლობა არ გვქონია, სამწუხაროდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი დაინტერესებულია ქალების გაძლიერების საკითხებზე მუშაობით, პროცესში უფრო უნდა იყოს ჩართული.

“რა თქმა უნდა, თუ ის დაინტერესებულია ქალების გაძლიერების საკითხებზე მუშაობით ან ჩვენი პოლიტიკის კუთხით რაიმე რჩევების მოცემით, ვისურვებდი, რომ ამ ნაწილში უფრო ჩართულიყო, ჩვენ ამის საშუალებას მივცემდით. მათ შორის, გავახსენებ, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი და ხელშესახები საკანონმდებლო ინიციატივა იქნება, თუ მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჩვენი ინიციატივით არის განხორციელებული და ყველა მოძალადე, რომელზეც შეიძლება, ახლა ისინი საუბრობენ, სწორედ ჩვენმა სასამართლო სისტემამ გაასამართლა თუნდაც ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. ამიტომ თუ ისინი აპირებენ, რომ გვაკრიტიკონ ყველა იმ მიღწევის ჩამოთვლის გარეშე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას დარჩება აღქმა, რომ ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული. წარმოუდგენელია ერთი მხრივ დაინახო ის, რაც არ მოგწონს და მეორე მხრივ ვერასდროს ხედავდე იმას, რაც ნამდვილად მოსაწონია“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები