მაკა ბოჭორიშვილი: “ნაცმოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან და გადიან

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ვერც ის გაიგეს, სად უნდა იმუშაონ, რა უნდა აკეთონ და რა საკითხი იყოს დღის წესრიგში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრი, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს.

მისივე შეფასებით, “ნაცმოძრაობაში” ვერ ჩამოყალიბდნენ, რა აკეთონ, პარტიის წარმომადგენლები ხან პარლამენტში შედიან და ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის შეკრებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დაბნეულია, ვერც ის გაიგეს, სად უნდა იმუშაონ, რა უნდა აკეთონ და რა საკითხი იყოს დღის წესრიგში. ამ დაბნეულობაში ხან ქუჩაში ცდილობენ ხალხის მოგროვებას, ხან პარლამენტში შემოდიან და გადიან. ვერ ჩამოყალიბდნენ და ასეთ გაუგებრობაში არიან. 9 აპრილის აქციაც მათი პოლიტიკური გაურკვევლობის მორიგი გამოხატულებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები