რატი იონათამიშვილი: ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტისთვის დამახასიათებელი განცხადებებით გამოირჩევა

“სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტისთვის დამახასიათებელი განცხადებებით გამოირჩევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი არც საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრება, არც ქართულ საზოგადოებას, არამედ ესაუბრება იმ ადამიანებს, ვისგანაც დავალებებს იღებს.

„როდესაც პრეზიდენტი ხარ, პირველ ყოვლისა, საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ ამომრჩეველს უნდა ესაუბრებოდე. მით უმეტეს, როდესაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდიხარ. მაგრამ აქ საქმე პირიქით არის – დღეს ჩვენი პრეზიდენტი არც საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრება, არც ქართულ საზოგადოებას, არამედ ესაუბრება იმ ადამიანებს, ვისგანაც იღებს დავალებებს ან ვისთანაც ანგარიშვალდებულად თვლის თავს. ამიტომაც არის, რომ ორმაგი სტანდარტით გვესაუბრება დღეს. ეს ძალიან უხერხულ შთაბეჭდილებას ბადებს ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით, პრეზიდენტის ამომრჩევლებში“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები