კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კულტურის კომიტეტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსის, ვენერა მეტრეველის განცხადებით, „ევროდირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებისთვის საჭიროა ახალი სამართლებრივი რეჟიმის შექმნა, მათ შორის, ახალი სახის ნებართვისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება და რიგი საკითხების მოწესრიგება, რაც საკანონმდებლო რეგულირებას მოითხოვს.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ევროკავშირის კანონმდებლობის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა”, – განაცხადა ვენერა მეტრეველმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები