ანრი ოხანაშვილი: 9 აპრილს აქციას ვინც აანონსებს, თავის თავთან მორალურად უნდა იყოს მართალი

მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით,  9 აპრილს აქციას ვინც აანონსებს, თავის თავთან მორალურად უნდა იყოს მართალი.

„2012 წლის შემდეგ მშვიდობიანად აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. 9 აპრილს აქციას ვინც აანონსებს, თავის თავთან მორალურად უნდა იყოს მართალი. 9 აპრილი უკავშირდება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ისინი სახელმწიფოებრივ ინტერესს გამოხატავდნენ. ვინც ასეთი ინტერესის მატარებელი არ არის, მაგრამ 9 აპრილს აქციის ჩატარება უნდა, ეს ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის და ეწინააღმდეგება იმ ფორმატსაც, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოლოს მაინც მათი ჩართულობა. ამიტომ, აქცია თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ ამ ხალხს პარლამენტში მუშაობა უნდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები