WSJ რუსეთში დაკავებული მათი კორესპონდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკული გაზეთი – The Wall Street Journal რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკავებული მათი კორესპონდენტის, ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ასევე, მისთვის წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის FSB-მ დღეს ეკატერინბურგში Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, “აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვის” საფუძველზე დააკავა. ФСБ-ს მტკიცებით, ევან გერშკოვიჩი, “ამერიკული მხარის მითითებით, აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და შეეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას”.

Wall Street Journal-ი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მოითხოვს “ჩვენი სანდო და მიუკერძოებელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები