Foreign Affairs: სი ძინპინი ჩინეთს ომისთვის ამზადებს

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ქვეყანას ომისთვის ამზადებს, შესაბამისად, მსოფლიომ აღნიშნული „სერიოზულად უნდა აღიქვას”.

ამის შესახებ Foreign Affairs-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ასეთი განცხადება ჩინეთის ლიდერმა ქვეყნის პარლამენტისა და უმაღლესი პოლიტიკური მრჩეველთა ორგანოს ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.

სი ძინპინმა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში ისაუბრა ომისთვის მზადყოფნის თემაზე და ერთ-ერთ მათგანში თავის გენერლებს „თამამად ბრძოლისკენ მოუწოდა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა თავდაცვის ბიუჯეტის 7.2%-იანი ზრდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაორმაგებული რიცხვია; ასევე, მიზნად დაისახა მარცვლეულის უცხოურ იმპორტზე დამოკიდებულებაზე გათავისუფლება.

Foreign Affairs-ი წერს, რომ ბოლო თვეებში პეკინმა სამხედრო მზადყოფნის ახალი კანონები გამოაქვეყნა.

ასევე ცნობილია, რომ ტაივანის სრუტის გაღმა მდებარე ქალაქებში ახალი სამალავების მშენებლობაა დაწყებული და ქვეყნის მასშტაბით „ეროვნული თავდაცვითი მობილიზაციის“ ახალი ოფისების შეიქმნა.

გამოცემა ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „კონფლიქტია განსაზღვრული ან ის არის გარდაუვალი“.

„მაგრამ პეკინში რაღაც შეიცვალა, რისი იგნორირებაც მსოფლიოს პოლიტიკოსებსა და ბიზნესლიდერებს არ შეუძლიათ. თუ სი ამბობს, რომ ომისთვის ემზადება, სიბრიყვე იქნებოდა, ამ სიტყვებს არ დაუჯერო”, – წერს Foreign Affairs.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები