რუსეთმა უნგრეთი “არამეგობარი ქვეყნების” რიცხვში შეიყვანა

რუსეთმა უნგრეთი “არამეგობარი ქვეყნების” რიცხვში შეიყვანა, რადგან ბუდაპეშტი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.

ამის შესახებ მედიას უნგრეთში რუსეთის ელჩმა, ევგენი სტანისლავოვმა განუცხადა.

ამასთან, დიპლომატის თქმით, მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორის დიალოგის არხები ღია რჩება.

”ბუდაპეშტი ავლენს პრაგმატულ პოზიციას, რომელზეც უარის თქმას ჯერჯერობით არ აპირებს, ევროკავშირისა და ნატოს წეზოლის ფონზეც კი”,- თქვა მან.

სტანისლავოვის თქმით, უნგრეთმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბრიუსელის ყველა სანქციებს და იძულებულია ისინი შეასრულოს.

„სწორედ ამიტომ, ის არის კლასიფიცირებული, როგორც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყანა, რომლის მიმართაც შესაძლოა, იყოს გამოყენებული ჩვენი საპასუხო ზომები“,- განმარტა ელჩმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები უარყოფითად აისახება რუსეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სფეროებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები