მიიღებს თუ არა რომის პაპი ბზობის ღვთისმსახურებაში მონაწილეობას – როგორია პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რომში “ჯემელის” საავადმყოფოს მედპერსონალი ჰოსპიტალიზებული რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

Rainews24-ი იტყობინება, რომ პონტიფიკოსის საავადმყოფოში ყოფნის პირველმა ღამემ “მშვიდად ჩაირა”.

რომის პაპი საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს. ექიმებმა მას რესპირატორული ინფექცია დაუდგინეს, რასაც საავადმყოფოში მკურნალობის რამდენიმე დღე დასჭირდება.

Rainews24-ის ცნობით, ფრანცისკეს საავადმყოფოში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მონაწილეობას ბზობის დღესასწაულზე ღვთისმსახურებაში.

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე ბოლო დღეებში სუნთქვის გართულებას უჩიოდა.

ადგილობრივი მედია საავადმყოფოში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პონტიფიკოსი “პრევენციისთვის” კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები