არქიმანდრიტი ანთიმოზი “ყინულის აქციაში” ჩაერთო (ვიდეო)
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა „ყინულის აქციაში“ მონაწილეობა მიიღო. როგორც „კვირას“ სასულიერო პირმა განუცხადა, მან წყლით სავსე ჭურჭელს, ყინულის გარდა ნაკურთხი წყალიც დაამატა. სასულიერო პირმა საქველმოქმედო აქციაში ფეხბურთის ფედერაცის წარმომადგენლები გამოიწვია: ზვიად სიჭინავა, საშა ჩივაძე, რეზი არველაძე, ტალახა, გია ფირცხელავა, მაიკო მელაძე. თათა ბურდული, ეკა ნადირაშვილი…
„ჩემ კურთხევას თუ შეასრულებთ ფეხბურთს ეშველება. თან ჩემგან დალოცვილი წყალი სულ სხვა მადლიანი იქნება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არქიმანდროტი, რომელმაც „წყლის გადასხმის“ ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში 23 აგვისტოს განათავსა. „კვირა“ სასულიერო პირს დღეს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, მას ქველმოქმედებისთვის თანხა, ჯერ არ გადაურიცხავს. მან თავზე მხოლოდ ნაკურთხი წყლითა და ყინულებით გაჯერებული სათლი გადაისხა.
„ჯერ არ გადამირიცხავს, ამ დღეებში ვაპირებ, რა, დავაშავე რამე? ვაპირებ, რომ სიმბოლური თანხა 10 აშშ დოლარი, ან შესაბამისი ლარი შევიტანო“, – განუცხადა „კვირას“ არქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PVj9s_3blaw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]