Politico: მაიკ პომპეო 3 აპრილს კიევს ეწვევა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 3 აპრილს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Politico-მ ორი წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა პომპეო ვოლოდიმირ ზელენსკის და როგორია ვიზიტის პროგრამა, თუმცა, მას უსაფრთხოების რისკების გათვალისწინება მოუწევს, როგორც ამას უკრაინაში ჩასვლისას სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები აკეთებდნენ.

პომპეო ერთ-ერთია იმ რამდენიმე რესპუბლიკელს შორის, რომლებიც განიხილება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოტენციურ კონკურენტებად 2024 წლის არჩევნებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კიევში პომპეოს ვიზიტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოვლინების შესაძლებლობა.

გასულ წელს პომპეომ თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის გენოციდი და რომ ვლადიმერ  პუტინი, დონბასსა და ქვეყნის სამხრეთით წარმატების მიღწევის შემთხვევაში, არ გაჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები