“სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციებმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, ამიტომ, შიდა მოთხოვნის გაზრდაა საჭირო.

ამის შესახებ მან მთავრობის წევრებთან სხდომაზე თქვა.

“საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებულმა არალეგიტიმურმა შეზღუდვებმა ნამდვილად შესაძლოა, მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამ მხრივ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის სტაბილური ზრდა”, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე დასძინა, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედ შიდა მოთხოვნა ხდება ეკონომიკური ზრდის წამყვანი ფაქტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები