მამუკა მდინარაძე: რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, “ნაცმოძრაობას” ამაში ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღია

„რეკომენდაციების დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია და მათ ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღიათ ამაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ის, თუ რამდენად გულწრფელია “ნაცმოძრაობა” მოთხოვნებში – მოქალაქეებმა უნდა განსაჯონ.

“ახლა აანონსებენ აქციებს, აქტივობებს. მოთხოვნა მათი არის, რომ შევასრულოთ რეკომენდაციებიო. რამდენად გულწრფელები არიან ისინი ამ მოთხოვნებში, თავად განსაჯეთ მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები