ირაკლი კობახიძე: 12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება

„12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება. არის დარჩენილი ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი არის უკვე გაკეთებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი ივნისის ბოლომდე დასრულდება.

“ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე – ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ეს ორი კანონიც მიღებული იქნება სათანადო დროში და ივნისის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები