ჰერმან საბო: ვაშაძეს შეუძლია, ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა­ სამუშაო ჯგუფებში

ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია – ვაშაძეს შეუძლია, ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა­ სამუშაო ჯგუფებში, – ასე პასუხობს „გირჩის“ დეპუტატი, ჰერმან საბო სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე გიორგი ვაშაძეს.

საბო მიიჩნევს, რომ ვაშაძემ თავი აარიდა პასუხისმგებლობას 12 პუნქტის შესრულების საკითხში.

„მე პირადად ყავას არ ვსვამ, ჩაი მირჩევნია, ვაშაძეს შეუძლია – ბევრი ილანძღოს, მაგრამ დარჩება პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც არ შემოვიდა სამუშაო ჯგუფებში და როცა „ქართულ ოცნებას“ მოუნდება იმის თქმა, რომ რაღაც პუნქტი რატომ არ შეასრულა, ის ყოველთვის იქნება ბოქსიორები რაზეც ურტყამენ (ე.წ. გრუშა) და არგუმენტებით ყოველთვის დაარტყამს „ქართული ოცნება” ვაშაძეს, რადგან თავი აარიდა თავის პასუხისმგებლობას 12 პუნქტის შესრულების საკითხში და ამ იმიჯს ვერასდროს მოიცილებს”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები