მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიევ-პეჩორის ლავრა დღეს უნდა დატოვონ – ეკლესიასთან მრევლია შეკრებილი

კიევ-პეჩორის ლავრასთან მორწმუნეები არიან შეკრებილნი. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა ლავრის ტერიტორია დღეს უნდა დატოვონ.

მანამდე, ბერებმა მრევლს ერთობლივი ლოცვისთვის ლავრაში მისვლისკენ მოუწოდეს. წირვა ადგილობრივი დროით 06:30 საათზე დაიწყო.

Vartovi Espreso წერს, რომ ლავრასთან სამართალდამცავების გაძლიერება არ შეინიშნება.

10 მარტს გახდა ცნობილი, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ადმინისტრაციამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კომპლექსის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება გააუქმა.

ეკლესიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება 29 მარტისთვის მოსთხოვეს.

გადაწყვეტილებამ სასულიერო პირების აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, ლავრიდან გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამავე დროს, ბერები იმუქრებოდნენ, რომ კომპლექსს არ დატოვებდნენ და ლავრაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ.

თუმცა, მოგვიანებით სასულიერო პირებმა მაინც დაიწყეს კომპლექსის ტერიტორიიდან ქონების თანდათანობით გატანა. კერძოდ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ გამქრალია ზოგიერთი ხატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები