“თუ ბახმუტს დაიკავებენ, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს და ჩინეთს “მიჰყიდის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ბახმუტზე კონტროლს დაკარგავს, რუსეთის ლიდერი ამ გამარჯვებას ქვეყნის შიდა მომხმარებელს, ირანს და ჩინეთს “მიჰყიდის”.

ამის შესახებ მან Associated Press-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„თუ რუსული ჯარები ბახმუტს დაიკავებენ, ვლადიმერ პუტინი ამ “გამარჯვებას მიჰყიდის დასავლეთს, თავის საზოგადოებას, ჩინეთს, ირანს“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ახლა თითქმის ნებისმიერმა დამარცხებამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის წინააღმდეგობის ტემპს.

“ჩვენ არ შეგვიძლია გამოვტოვოთ ნაბიჯები, რადგან ომი ღვეზელივით არის – გამარჯვებების ნაჭრებისგან შედგება. პატარა გამარჯვებები, პატარა ნაბიჯები”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები