პარიზში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

დემონსტრანტებმა დაბლოკეს აეროპორტები და რკინიგზის სადგურები და ცეცხლი წაუკიდეს ბორდოს მერიას. გარდა ამისა, ჩაიშალა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის 3-დღიანი ვიზიტიც.

შეტაკებების დროს გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და მოლოტოვის კოქტეილები. დაკავებულია ასობით ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში, გასულ კვირას მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები