ლისაბონში რელიგიურ ცენტრზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

პორტუგალიაში მუსლიმთა რელიგიურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN Portugal-i ავრცელებს.

როგორც აღინიშნა, დანით შეიარაღებული მამაკაცი, წარმოშობით ავღანეთიდან, პოლიციამ შეკავების დროს დაჭრა. ამჟამად, ის საავადმყოფოში იმყოფება.

მომხდარს პორტუგალიის პრემიერი, ანტონიუ კოშტა გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები