გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილება გაიზიარეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის გამოცდილება გაიზიარეს და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების დანერგვის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში გამართა.

“პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეა და მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებასა და პროგნოზირებაში, ასევე, ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებაში მხარდაჭერა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოება და, ამასთანავე, მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემების დანერგვაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები