იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, აომორის და ჰოკაიდოს პრეფექტურებთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამმართველოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები