საბერძნეთში 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდება.

ამის შესახებ Kathimerini წერს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურის შედეგად ახალი მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდება, მეორე ტური ივლისამდე ჩატარდება.

მიცოტაკისმა თავისი მთავრობის მიღწევებზე საუბრისას თქვა, რომ “ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2019 წელს იყო”. მან მთავრობების შეცდომებიც აღიარა, თუმცა თქვა, რომ მზად არის, უკეთესობისკენ ქვეყნის შეცვლა გააგრძელოს.

საბერძნეთს 300 დეპუტატით დაკომპლექტებული ერთპალატიანი პარლამენტი აქვს. ამჟამად, “ახალ დემოკრატიას” საკანონმდებლო ორგანოში 156 მანდატი აქვს, ოპოზიციურ “სირიზას” – 88; კიდევ ხუთ ოპოზიციურ პარტიას 22 მანდატი ან ნაკლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები