“ხელფასების 30%-ით გაზრდა, პრემია, სოციალური შეღავათები” – ლოს-ანჯელესში მასწავლებლების სამდღიანი გაფიცვა დასრულდა

ლოს-ანჯელესის ოლქის მასწავლებლების ხელფასები 30%-ით გაიზრდება, შესაბამისად, პედაგოგების სამდღიანი გაფიცვა დასრულებულია.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნები იყო – ხელფასების 30%-იანი ზრდა, მათ შორის, მასწავლებლებისთვის, ავტობუსის მძღოლებისთვის, ბიბლიოთეკარებისა და სასადილოების თანამშრომლებისთვის. გაფიცვამდე ისინი წელიწადში, დაახლოებით, 25 000 დოლარს იღებდნენ.

როგორც დაწყებითი სკოლის ერთ-ერთმა თანაშემწემ თქვა, „ფასები ყველაფერზეა გაზრდილი – საკვებზე, ბენზინზე. ზოგიერთი იძულებულია, მანქანაში გაათენოს, რადგან ქირის ფული არ აქვს. რთულია ასე ცხოვრება. კოლეგები მუდმივად არიან იძულებულნი, ეძებონ დამატებითი შემოსავალი, ან თუნდაც ახალი სამუშაო, რადგან ლოს-ანჯელესში შეუძლებელია ოჯახის გამოკვება თვეში 2 -ათასდოლარიანი ხელფასით”.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სკოლის თანამშრომლების ხელფასები დაუყოვნებლივ 15%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წლის 1-ელი იანვრიდან – კიდევ 15%-ით.

გარდა ამისა, სკოლის თანამშრომლები მიიღებენ ერთჯერად პრემიას 1000 დოლარის ოდენობით, ასევე, სოციალურ შეღავათებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები