აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
როგორც ნეშვილის პოლიციაში აცხადებენ, მათ თავდამსხმელი მოკლეს, რომელიც ახალგაზრდა ქალი იყო. ის სულ მცირე ორი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.