BBC: ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის გატარება მაისამდე გადაიდო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სადავო სასამართლო რეფორმის გატარება, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მომავალ თვემდე გადადო.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ისრაელის კოალიციურ მთავრობაში შემავალ ულტრამემარჯვენე პარტიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რეფორმა დიალოგის გზით უნდა იყოს მიღებული, რისთვისაც საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტის შემდეგ სესიაზე მოხდება, რომელიც მაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები