ჩინეთი პუტინის ბირთვულ გეგმებს გამოეხმაურა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბირთვული ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს.

უწყების სპიკერმა, მაო ნინგმა ბრიფინგზე თქვა, რომ საჭიროა პრობლემების “დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ფოკუსირება”.

მანვე გაიხსენა ატომური ძალების ლიდერების გასული წლის 5 იანვარს გაკეთებული ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია.

როგორც მაო ნინგმა თქვა, „განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომები თავიდან უნდა იქნეს აცილებული, ასევე, სტრატეგიული რისკები უნდა შემცირდეს“.

ჩინელმა დიპლომატმა “ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ” მოუწოდა და მიმართა, “წვლილი შეიტანონ სიტუაციის განმუხტვაში”.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განათავსებს, ხოლო საწყობი ივლისისთვის უნდა იყოს მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები