რუსეთმა KrymSOS-ი არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში შეყვანა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინული KrymSOS-ი “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რომელიც ყირიმის ოკუპაციის უკანონობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებზე წერს.
უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან KrymSOS-ი აქტიურად მონაწილეობს „საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას“.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის საქმიანობის დეკლარირებული მიზნები – ყირიმის დეოკუპაცია და რეინტეგრაცია, მისი უკრაინაში დაბრუნების უზრუნველყოფა – მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.