“სანქციები ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსების პროცესს ვერ შეაჩერებენ” – კრემლი

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის შესაძლო სანქციები, ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმაზე, გავლენას ვერ მოახდენენ.

შესაბამისი შინაარსის კითხვაზე, პესკოვმა თქვა, რომ “ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, ვერ იმოქმედებს რუსეთის გეგმებზე. პრეზიდენტმა პუტინმა ყველაფერი ახსნა თავის განცხადებაში. ამას ვერაფერს დავამატებთ”.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში განათავსებს, ხოლო საწყობი ივლისისთვის უნდა იყოს მზად.

26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას მოითხოვა.

შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი ბელარუსში ან სადმე სხვაგან გადაჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები