“კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ტერორიზმით დაიწყო” – ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს.

დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, 25 – დაშავებული.

მისივე თქმით, S-300 რაკეტების დაბომბვის შედეგად, განადგურდა ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, დაზიანდა 5 მაღალსართულიანი შენობა და 7 კერძო სახლი.

ასევე, დრუჟკოვკაში საბავშვო ბაღი განადგურდა.

მომხდარს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

“კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის დაღუპული და სხვადასხვა სიმძიმის დაშავებულები. ადგილზე მუშაობს ყველა სამსახური. ნანგრევების წმენდა გრძელდება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები