მიწისძვრების შემდეგ, თურქეთში თუთიყუშების გაყიდვებმა მოიმატა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, თუთიყუშების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ამის შესახებ გაზეთი Yeni Akit წერს.

ამ ფრინველების გაყიდვები იმ ინფორმაციის ფონზეა მომატებული, რომ ისინი მოსალოდნელ მიწისქვეშა ბიძგებს წინასწარ გრძნობენ.

გამოცემის ცნობით, ზოომაღაზიებში მიმართვიანობა პროვინცია ელაზიგშია გაზრდილი.

ერთ-ერთი ზოომაღაზიის მფლობელის, ფატიჰ გურბუზის თქმით, მიწისძვრის შემდეგ გაყიდვები, თითქმის 10-ჯერ გაიზარდა.

მისი თქმით, თუთიყუშებს ბავშვების მიერ განცდილი შიშის დასაძლევადაც ყიდულობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები