აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გაზაფხულის აკადემია გაიხსნა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რიგით მეოთხე გაზაფხულის აკადემია – „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება (მეორე ნაწილი)” გაიხსნა.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის მენეჯერმა თამარ ზოდელავამ გახსნეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატებს შორის „თბილისის მემორანდუმით” ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში რიგით მეოთხე, გაზაფხულის აკადემიის გამართვა ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქსელის ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას”, – აღნიშნა ქეთევან კვინიკაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გაზაფხულის აკადემია საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ხორციელდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის გამართული ღონისძიება რომელშიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას და აზერბაიჯანის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობენ, 31 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები