არჩილ თალაკვაძე: 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს

2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა არასამთავრობო სექტორში ამ ადამიანების შეფარებამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მედიას წინა ხელისუფლების პოლიტიკური დამნაშავეების მედიამენეჯერებად მონათვლამ; გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ასევე საერთო პოლიტიკურ პროცესს იმან, რომ ეს ადამიანები არცერთ კონკრეტულ როლს არ ასრულებენ სრულფასოვნად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თანამოქალაქეებს – 2024 წელი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა აირჩიონ ისეთი პარტიები ოპოზიციაში, ვინც დემოკრატიული წესების დაცვით შეასრულებენ თავის ფუნქციასა და საქმეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები