„ისევე როგორც სტალინურ რუსეთში“ – ტრამპი გამოძიების „საშინელებაზე“ ჩივის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიმართ დაწყებული გამოძიება „სტალინური რუსეთის საშინელებებს“ შეადარა. “Reuters”-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მან თავის პირველ წინასაარჩევნო მიტინგზე, ტეხასში განაცხადა.

„ჩემს მიმართ გამოძიება – სტალინური რუსეთის საშინელებათა შოუს ჰგავს. ეს თავიდანვე ეშმაკების დევნას ჰგავდა და გამოძიებები ერთი მეორეს მიყოლებით ყალბი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.

“Reuters” აღნიშნავს, რომ ტრამპმა სამხილების წარდგენის გარეშე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მისი სამართლებრივი დევნის ორგანიზებაში ბრალი დასდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები