აშშ და კანადა პირობას დებენ, რომ როგორც სანდო პარტნიორები, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ

US President Joe Biden shakes hands with Canadian Prime Minister Justin Trudeau at the Canadian Parliament in Ottawa, Ontario, Canada March 24, 2023. (Photo by KEVIN LAMARQUE / POOL / AFP) (Photo by KEVIN LAMARQUE/POOL/AFP via Getty Images)

უკრაინას შეუძლია შეერთებული შტატებისა და კანადის, როგორც პარტნიორების იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიზიტით იმყოფება.

ტრუდოს თქმით, აშშ-ს მსგავსად, კანადამ უკრაინას „მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა“ გაუწია, როგორიცაა არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და ტანკები.

როგორც მან აღნიშნა, კანადის შეიარაღებული ძალები უკრაინელ სამხედროებს 2015 წლიდან ამზადებენ.

„კანადა გააგრძელებს მტკიცედ დგომას უკრაინის გვერდით, რაც არ უნდა დასჭირდეს. პარტნიორები ერთად ვართ, რომელთა იმედი უკრაინასაც და მსოფლიოსაც შეუძლია ჰქონდეს“, – განაცხადა ტრუდომ.

ამასთან, კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, კანადისა და მოკავშირეების მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედებს და კრემლის სამხედრო ბიუჯეტი იწურება.

ოტავას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია.

„მისი ახალი ტერიტორიებისა და ძალაუფლების წყურვილი არასოდეს დაკმაყოფილდება, რადგან უკრაინელი ხალხის სიყვარულს თავისი ქვეყნისადმი, ყველაფრის დაძლევა შეუძლია“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, მოსკოვმა ვერ შეარყია ნატოს გადაწყვეტილება.

„პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მას შეეძლო ნატოს განადგურება, მაგრამ აშშ და კანადა შეინარჩუნებენ ძლიერ და ერთიან ალიანსს და ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რადგან თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები