მაკრონი აპრილში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში ჩავა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად მომავალი თვის დასაწყისში ჩინეთში გაემგზავრება.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მან ფონ დერ ლაიენს 4 აპრილს ჩინეთში გაყოლა შესთავაზა, რათა მათ შეეძლოთ „ერთიანი ხმით“ საუბარი.

„მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – აღნიშნა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები