ესტონეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

Russia's flag flutters in front of the Russian Embassy in Tallinn, Estonia, on March 27, 2018. - Fourteen European Union countries are to expel a total of 30 Russian diplomats in a coordinated international response to Moscow over the poisoning of Sergei Skripal in the English city of Salisbury, according to an AFP tally. (Photo by RAIGO PAJULA / AFP) (Photo by RAIGO PAJULA/AFP via Getty Images)

ესტონეთმა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვის გამო რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„აღნიშნული დიპლომატი მონაწილეობდა ესტონეთის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის პირდაპირ და აქტიურ შელახვაში, პროპაგანდის გავრცელებით, რომელიც ამართლებს რუსეთის სამხედრო ქმედებებს და იწვევს განხეთქილებას ესტონეთის საზოგადოებაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული პირი პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დადგინდა, რომ მისი საქმიანობა არღვევდა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.

ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსმა დიპლომატმა ქვეყანა 29 მარტამდე უნდა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები