„დემოკრატიულ ქვეყანაში ძალადობის უფლება არ გვაქვს“ – მაკრონი საპროტესტო აქციებზე

დემოკრატიულ ქვეყანაში ძალადობის უფლება არ გვაქვს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

„ვნახე სცენები, სადაც ბევრი ჩვენი პოლიციელი და ჟანდარმი უკიდურესად მოძალადე ჯგუფების მხრიდან სრულიად არაპროპორციული თავდასხმების ობიექტი იყო. ჩვენ არაფერს დავუთმობთ ძალადობას. დემოკრატიაში ჩვენ არ გვაქვს ძალადობის უფლება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდის გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიზისი უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალადობრივი შეტაკებები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები